Tuesday, July 1, 2008

დილა მშვიდობისა სულნისლიანებოოო!
"ერთ ისეთ დილაც იქნება,
არმურმა დაგვაღვიძოსა..."

2 comments:

Mimos said...

ეხ, ჯალალო, სანამდე უნდა ვეძახოთ ღირსეულ და სულნისლიან ადამიანებს მძიმე? შენ ხომ მაინც იცი, როგორი მძიმენი არიან მთის კაცები? სამაგიეროდ მათ ძუნწ სიტყვას დიდი ფასი აქვს... ასეა მიხოც...

სანათა

***
ასე მგონია, შენს ლამაზ თვალებს
ნათელ სულსა და ფიქრს ვეფერები,
მე და ოცნებებს, არაგვით მთვრალებს
თავს გვაწონებენ ულეწელები...
ასე მგონია, ფშავის ნისლები,
ჩემთვის საკაბეს ქსოვენ მარმაშის
და გვირილები რძისფერ-ცისფერი,
მეხატებიან მკერდზე კასკასით...
კლდეებს, სათიბებს და ფშავის არაგვს,
შენ აკლიხარ და მეტი არცავინ,
გაღრუბლებული შენი ლექს-ქალა
ავტირდები და ლექსად დაგაწვიმ...

Mimos said...

***
"ერთ ისეთ დილაც იქნება,
არმურმა დაგვაღვიძოსა..."

სანათა

***
"არმურით მთვრალი გჭირდება,
საწყლოთა სანაპიროთგან?"

ბობორიკა